მთაწმინდის პარკი ყველისა და აჯიკის ფესტივალზე გეპატიჟებათ

Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მთაწმინდის პარკში აჯიკისა და ყველის ტრადიციული ფესტივალი 24 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან წარმოდგენილი იქნება ყველის, ასევე აჯიკის ნაირსახეობები და ქართული სპეციფიკური სანელებლები.
ყველის ფესტივალი
გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას. ფესტივალი სტუმრებს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს