მსოფლიო დღეს

მარიო დრაგი: დონბასის რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას დონბასში რუსეთთან შეერთების თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმები „საერთაშორისო სამართლის დარღვევად“ შეაფასა.

„აქამდე რუსეთს არ გამოუჩენია კონფლიქტის დასრულების სურვილი: დონბასში დაგეგმილი რეფერენდუმები არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რასაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ“, − განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მანამდე, 19 სექტემბერს რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის საზოგადოებრივმა პალატებმა პრორუსული ხელისუფლების ხელმძღვანელებს − დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით მიმართეს. მეორე დღეს, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმები 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.