მძევლების გათავისუფლების ოპერაცია საქართველოში: თავდახმა ბანკზე ქუთაისში - ფოტო

დამნაშავე ბანკში შეიჭრა და აფეთქებით იმუქრებოდა.
Sputnik
თავდამსხმელი სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი და ნიღაბი ეკეთა. მან 14 ადამიანი აიყვანა მძევლად, რომელთაგან ორი მალევე გაუშვა. მძარცველმა მოითხოვა ორი მილიონი დოლარი, რაცია, რუსეთის დროშა და ვერტმფრენი. პოლიციამ მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ საღამოს შეძლო მძევლების გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება.
1 / 12

მძარცველი „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 11:30 სთ-ზე შეიჭრა

2 / 12

პოლიციამ ბანკის შენობა მალევე შემოფარგლა, შესასვლელში კი სწრაფი რეაგირების ძალების ჯგუფი განთავსდა

3 / 12

შენობაში მძევლები იყვნენ, ამიტომ მძარცველთან მოლაპარაკებები დაიწყო მათ გასათავისუფლებლად. მოლაპარაკებებში თავად მძევლები მონაწილეობდნენ, რადგან თავდამსხმელს მათთვის მობილური ტელეფონები არ წაურთმევია

4 / 12

თავდაპირველად დამნაშავე ორ მილიონ დოლარს ითხოვდა მძევლების გასათავისუფლებლად

5 / 12

ორი ასაკოვანი ქალი მან მალევე გაათავისუფლა

6 / 12

შემდეგ მან მოთხოვნების სია გაზარდა და ორ მილიონთან ერთად დაასახელა რაცია, რუსეთის დროშა და ვერტმფრენი

7 / 12

„მთავარმა არხმა“ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მათთვის მძარცველის ვინაობა ცნობილი იყო

8 / 12

ტელეარხის მონაცემებით, მძარცველს სამორინეში თამაშის გამო ვალები დაუგროვდა

9 / 12

ასევე გაირკვა, რომ თავდამსხმელი იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა პოლონეთში, ხოლო მისი ოჯახი - საქართველოში

10 / 12

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაირკვა, რომ მძარცველმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. ერთ-ერთმა მძევალმა დამნაშავის დავალებით განაცხადა, რომ შესასვლელები დანაღმული იყო და შენობაში შეღწევის მცდელობის შემთხვევაში მოხდებოდა აფეთქება

11 / 12

ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები მძარცველს ტანზეც ჰქონდა დამაგრებული, ხელში კი, სავარაუდოდ, დეტონატორი ეჭირა

12 / 12

შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მძევლების შუამავლობით. გარდა ამისა, თავდამსხმელი მძევლებს აიძულებდა სოცქსელების პირდაპირ ეთერში ჩართვას