მსოფლიო დღეს

პირველად ისტორიაში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი ქალი გახდა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) ახალი ხელმძღვანელი აირჩია − ეს ირლანდიელი მოსამართლე სიოფრა ო’ლირია, იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.
ო’ლირი ECHR-ის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.
სიოფრა ო’ლირი თანამდებობაზე რობერტ სპანოს შეცვლის, რომლის უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს იწურება.
მანამდე სიოფრა ო’ლირი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სამართალს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2015 წელს ის ირლანდიის მოსამართლედ დაინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მიმდინარე წლის 2 იანვარს კი ECHR-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.