საქართველოსა და მოლდოვას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

თავდაპირველად რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს.
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი–კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანია ნოემბრიდან ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.