სპეცოპერაცია ქუთაისში: „საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შეიჭრა

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სპეცოპერაცია რუსთაველის ქუჩაზე ტარდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში ათამდე პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.
ამ დროისათვის პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.