ქართული საბალეტო დასი გასტროლებზე ესპანეთში გაემგზავრა

ქართული ბალეტის არტისტები ესპანელ მაყურებელს წარუდგენენ სუიტებს ბალეტებიდან „გედების ტბა“ და „ჟიზელი“.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით გასტროლებზე ესპანეთში გაემგზავრა.
ბალეტი „ჟიზელი“
სპექტაკლები 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ბარსელონაში, ალიკანტეში და სარაგოსაში გაიმართება. ქართული ბალეტის არტისტები ესპანელ მაყურებელს წარუდგენენ სუიტებს ბალეტებიდან „გედების ტბა“ და „ჟიზელი“.
გასტროლებში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები: ნინო სამადაშვილი, ლაურა ფერნანდესი, ოსკარ ფრეიმი, ეფე ბურაკი, ასევე დასის მსახიობები.
საბალეტო დასი უკვე მერვე წელია აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ პროდიუსერებთან და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად წარმოდგენებს მართავს, აღნიშნავენ თეატრში.