კრწანისის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება: GWP განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კრწანისის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 21 სექტემბრის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია კრწანისის რაიონში, ხონელის ჩიხი N5-ის მიმდებარედ წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
კრწანისის რაიონში ხვალ წყლის მიწოდება შეეზღუდება:
გრიშაშვილის, ცურტაველის, ბერძნის, თელეთის, ბააზოვის, წალკის, გიორგი მერჩულეს, ხონელის, საბანიძის, ეფრემ მცირეს, ორთაჭალის, სოღანლუღის, ალგეთის, მარტვილის და მიმდებარე ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.