ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა

იმისათვის, რომ ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ ექვს ბრძოლაში მინიმუმ ოთხი მოგება სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
შეჯიბრის მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა კოტოშოჰო დაამარცხა.
ამრიგად, ქართველ სპორტსმენს ოთხი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს. იმისათვის, რომ ტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ ექვს ბრძოლაში მინიმუმ ოთხი მოგება სჭირდება.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო. 34 წლის ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე პოზიციების გაუმჯობესება ვერ შეძლო, რადგან ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს იმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს