რამდენი ადამიანი დაჯარიმდა თბილისში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო

ქალაქის ცენტრალურ უბნებში ერთსაათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დედაქალაქში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 254.965 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, იუწყება „პალიტრანიუსი".
ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 8 თვეში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობა 2021 სრული წლის მაჩვენებელს 88.719-ით აჭარბებს.
პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 2020 წელს შედგენილია 16.627 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, 2021 წელს – 166.246 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

აღნიშნული სამართალდარღვევის ჯარიმის ოდენობა ამჟამად 10 ლარს შეადგენს. ხოლო 2022 წლის 15 ოქტომბრიდან პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც ერთსაათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.