თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრების მაისურს ჯიმი ტაბიძის ნაცვლად გრიგოლ ჩაბრაძე მოირგებს.
საქართველოს ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი 23 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ნაკრებს გამოაკლდა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (ბათუმის „დინამო“).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს C დივიზიონის მე-4 ჯგუფში სამი გამარჯვება და ერთი ფრე აქვს და 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.