დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინით დაინტერესდნენ

ღვინის პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელი პროფესიონალები ქართული ღვინით დაინტერესდნენ: ქართული ღვინის კომპანიების გასაცნობად სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოს ეწვია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
ბრიტანელები ქართული ღვინით დაინტერესდნენ
ცხრაკაციან ჯგუფში შედიან სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და ჟურნალისტები. ბრიტანელები საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდნენ. მათ უკვე მოინახულეს ღვინის მწარმოებელი კომპანიები ქართლსა და კახეთში.
ბრიტანელებმა სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება შეძლეს, მწარმოებლებმა კი ბრიტანული ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები მიიღეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს