მსოფლიო დღეს

ОДКБ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის კონფლიქტს ეხმაურება

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მიუღებლად მიიჩნევს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის ძალის ნებისმიერ გამოყენებას და მზადაა გააძლიეროს თავისი, როგორც შუამავლის როლი ქვეყნებს შორის, ნათქვამია ორგანიზაციის სამდივნოს განცხადებაში.

„მიუღებლად მივიჩნევთ ძალის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას სადავო საკითხების გადასაჭრელად და დარწმუნებული ვართ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური მიდგომების ალტერნატივა არ არსებობს. ОДКБ მზადაა ყოველმხრივ გააძლიეროს შუამავლობა სტაბილური კომპრომისის მისაღწევად", − ნათქვამია განცხადებაში.

ОДКБ-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა და თანამშრომლები სამძიმარს უცხადებენ ორი ქვეყნის ხალხებს ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები გასული პარასკევის დილით დაიწყო. მხარეები სროლებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სასტიკი ბრძოლები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე მთელი დღე გაგრძელდა. ცეცხლი მხოლოდ ღამით შეწყდა, თუმცა შაბათის დილით შეტაკებები ისევ განახლდა და კვლავ მთელი დღე გაგრძელდა. ყირგიზეთი 59 დაღუპულისა და 163 დაშავებული სამხედროს შესახებ იუწყება, ხოლო ტაჯიკეთი აცხადებს, რომ შეტაკებებში დაიღუპა 35 და დაიჭრა 30 სამხედრო.