ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი: როგორ გამოიყურება ტაილანდური ბურგერი ჭრიჭინებით - ფოტო

ტაილანდი გამოირჩევა უჩვეულო სამზარეულოთი. აქ მწერებს ხშირად მიირთმევენ დელიკატესად.
Sputnik
მწერები ტაილანდში ჩვეული დელიკატესია. ისინი დაბალკალორიული, ცილით მდიდარი და დადებითი ნივთიერებებით სავსე არიან, ამიტომ ხშირად იყენებენ პოპულარული კერძების ინგრედიენტებად.
შემწვარი ჭრიჭინები გემოთი პოპკორნს ან თხილს მოგაგონებთ. მაგალითად, კატლეტის მოსამზადებლად მწერებს წვავენ და ურევენ ყველში, შემდეგ კი ათავსებენ ფუნთუშაში, ამატებენ სალათს, ხახვს და პომიდორს. ამ ყველაფერს კი სოუსს ასხამენ.
1 / 9

ბანგკოკში მდებარე რესტორანი Bounce Burger საკმაოდ პოპულარულია როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. წარმატების საიდუმლო ჭრიჭინების ბურგერებში იმალება

2 / 9

Bounce Burger-ის მფლობელი პურიპატ ტიაპაირატი უჩვენებს მისი რესტორნის დელიკატესს

3 / 9

ჭრიჭინებს სპეციალურ ფერმაში ამრავლებენ

4 / 9

ტაილანდში მწერებიანი საკვები დელიკატესად მიიჩნევა

5 / 9

ისინი დაბალკალორიულია და შეიცავენ ბევრ ცილას

6 / 9

შემწვარი ჭრიჭინები გემოთი თხილს ან პოპკორნს მოგაგონებთ

7 / 9

კატლეტის მოსამზადებლად წვავენ მწერებს, შემდეგ კი ყველში ურევენ

8 / 9

ბურგერის სხვა ინგრედიენტები ტრადიციულია: პომიდორი, ხახვი, სალათი და სოუსი

9 / 9

მსოფლიოში დაახლოებით 1,5 ათასი ჯიშის მწერი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში მიირთმევენ