ბასილაშვილი მეცში ითამაშებს - ქართველი ჩოგბურთელი მეხუთე ნომრადაა განთესილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში მეხუთე ნომრად იქნება განთესილი. ის პირველ წრეში კვალიფიკაციაში გამარჯვებულს დაელოდება.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში დაგეგმილ მეცის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მეხუთე ნომრად იქნება განთესილი და პირველ ეტაპზე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი წრის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში ესპანელ ხაუმე მუნარსა (Jaume Munar) და ფრანგ არტურ რინდერკნეხს (Arthur Rinderknech) შორის უძლიერესს გაეჯიბრება.
მეცის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი რუსეთის წარმომადგენელი დანიილ მედვედევი იქნება, მეორე ნომერი კი გასული წლის ჩემპიონი პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩია (Hubert Hurkacz).
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე შარშან ორი ეტაპი დაძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ჯანლუკა მაგერი (6:3, 7:6) და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა (0:6, 6:4, 7:6) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ გაელ მონფილსთან 3:6, 3:6 წააგო.
საქართველოს პირველი ჩოგანი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და ბოლო ექვსი მატჩია სეტი არ მოუგია. ბოლოს მან 29 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც ჩინელ იპინ ვუსთან ანგარიშით 3:6, 4:6, 0:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა ბოლო გამარჯვება 29 ივნისს მოიპოვა, როდესაც უიმბლდონზე ფრანგ კუენტინ ჰალისს სძლია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს