თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 4:3 დაამარცხა უკრაინის ნაკრები და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ევროპის ჩემპიონატი იუნიორთა შორის პრაღაში 15-18 სექტემბერს გაიმართა. ტურნირში 39 ქვეყნის 349 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შალვა გურეშიძე (+100 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მიხეილ ჯაფარიძემ (-100 კგ) და უჩა ტაბატაძემ (+100 კგ).
საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ადრე ვერცხლის მედალი ნაკრებს მოუტანა ალეკო კასრაძემ (66 კგ). ამგვარად, საქართველოს ნაკრებს აქტივში აქვს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი.