თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სამტრედიაში, სოფელ გამოჩინებულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ხრამში ჩავარდნილი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა ნახა. ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი 51 წლის გიგა ნადირაძე იყო.
ის თვენახევრის წინ გაუჩინარდა. გიგა ნადირაძემ ტელეკომპანია „ზარში" წამყვანი ოპერატორის პოზიციაზე რამდენიმე ათეული წელი იმუშავა.
მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.