თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით მიმდინარეობს.
ბავშვთა უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები მკურნალობის კურსს ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან.
უწყების ცნობით, ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტანგ ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.