თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. კრწანისის ქუჩაზე 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილია სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე კი სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.
აღნიშნული სამუშაოების გამო ავტობუსები - N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები - N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
წყარო - თბილისის მერია