თბილისის ცენტრში კვირას ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, მისი მარშრუტი არ შეიცვლება
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. 18 სექტემბერს სადგურის მოედანზე, ფოცხვერაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილი ღონისძიების გამო შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობა 12:00-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება. შეზღუდვა ფოცხვერაშვილისა და გოგოლის ქუჩაზე, ჩუბინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გოგოლის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებისა და თამარ მეფის გამზირის საშუალებით.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უცვლელი მარშრუტით.
დედაქალაქის მერიაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი ამ დროს სადგურის მოედანზე.
წყარო - თბილისის მერია