ირაკლი კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლა

პოლიტიკოსის დედა ამტკიცებს, რომ ტელეკომპანიამ ცილი დასწამა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა ოპოზიციურ ტელეკომპანია „ტვ პირველს“ 2021 წლის ივლისში გასული სიუჟეტის გამო უჩივლა, იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“.
სარჩელი ეხება სიუჟეტს, რომელშიც ერთ-ერთმა რესპონდენტმა და მოგვიანებით ჟურნალისტმაც განაცხადეს, რომ ზაალიშვილმა, რომელიც იმ დროს განათლების ხარისხის კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელი შეუწყო თეატრალური უნივერსიტეტის ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტების დამალვას.
პოლიტიკოსის დედა ამტკიცებს, რომ სიუჟეტში ყველა ფაქტი დამახინჯებულია და ტელეკომპანიისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
სასამართლოს გადაწყვეტილება 20 სექტემბერს გახდება ცნობილი.