ქართველი მხატვრების ნამუშევრები სამშობლოში დაბრუნდა

კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ორი ნახატის დასაბრუნებლად საბერძნეთში გაემგზავრა.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ქართველი მხატვრების ორი ფერწერული ტილო დააბრუნა სამშობლოში, რომლებიც საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის დროებით იყო გადაცემული, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
კულტურის სამინისტრომ ქართველი მხატვრების ტილოები სამშობლოში დააბრუნა
კულტურის სამინისტროს თანამშრომელი სპეციალურად გაემგზავრა საბერძნეთში, რათა ამ ქვეყნიდან ორი ნამუშევარი ჩამოეტანა. ესენია გივი თოიძის „ძველი თბილისი“ და კოტე ჩანკვეტაძის „ნატურმორტი“. ეს ნამუშევრები საელჩოს ჯერ კიდევ 1999 წელს გადაეცა.
კულტურის სამინისტრომ ქართველი მხატვრების ტილოები სამშობლოში დააბრუნა
წულუკიანის ინიციატივით 2021 წლის აპრილში დაიწყო შალვა ამირანაშვილის სახელობის სამხატვრო მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეიდან 1999–2010 წლებში გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმებში დაბრუნება.