მსოფლიო დღეს

ზელენსკის კორტეჟს ავარია შეემთხვა: ვიდეო ადგილიდან

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟს წუხელ ავარია შეემთხვა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანი სერგეი ნიკიფოროვი წერს სოციალურ ქსელში, შემთხვევა კიევში მოხდა. პრეზიდენტის ავტომობილსა და კორტეჟს სხვა მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და სერიოზული ტრავმები არ გამოუვლენია“, — დაწერა ნიკიფოროვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა, რომლებიც თან ახლდნენ უკრაინის ლიდერს, პირველი დახმარება გაუწიეს შეჯახებული ავტომობილის მძღოლსაც, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს.
ინციდენტის ადგილიდან ვიდეო თვითმხილველმა გამოაქვეყნა.
ნიკიფოროვის თქმით, მომხდარს სამართალდამცველები გამოიძიებენ. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.