თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე რუსეთისა და პაკისტანის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას 21.918 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ 21.918 ლარის ოდენობით.