თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. გულის შეტევა — ეს უეცარი მოვლენაა, რომელიც ხშირად მაშინ ემართება ადამიანს, როდესაც ის ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება, თუმცა არსებობს ერთი წინასწარი უჩვეულო სიმპტომი, რომელიც შეტევის მოახლოებაზე მეტყველებს, წერს გამოცემა Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
როგორც ექიმები აცხადებენ, ეს სიმპტომია კუჭში ხშირი გასვლა, რასაც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.
სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდნენ, მეცნიერებმა 30-დან 79 წლამდე ასაკის 487.198 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლებსაც ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ექიმები.
როგორც მონაცემების ანალიზმა აჩვენა, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეში ორჯერ და მეტჯერ ჰქონდათ კუჭის მოქმედება, გულის იშემიური დაავადების ბევრად მაღალი რისკი ჰქონდათ.
გარდა ამისა, იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა სხვა ისეთი ქრონიკული გართულებების კუთხითაც, როგორებიცაა:
გულის უკმარისობა,
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება,
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი,
თირკმელების ქრონიკული დაავადება.
„კვლევამ აჩენა, რომ დეფეკაციის სიხშირე კავშირშია გულ-სისხლძრღვთა სისტემის და სხვა მრავალი დაავადების განვითარების რისკებთან. საჭიროა, რომ გულის იშემიური დაავადების შეფასებისას ეს მაჩვენებელიც იყოს გათვალისწინებული“, — აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გამართულად მუშაობს, დეფეკაცია დღეში მხოლოდ ერთხელ, დილით უნდა ხდებოდეს.
წყარო: Daily Express