გამომშვიდობება დედოფალთან: ლონდონი ელისაბედ II-ს ეთხოვება - ფოტო

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 14 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
Sputnik
დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს ბალმორალის სასახლეში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდ ბრიტანეთში მრავალდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ელისაბედ მეორე 70 წლის განმავლობაში იჯდა ტახტზე.
ახლა მის ადგილს დაიკავებს მისი ვაჟი ჩარლზი.
1 / 14

დედოფალი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენეს

2 / 14

მოგვიანებით დაიწყო გამოსამშვიდობებელი ცერემონია

3 / 14

პროცესიას ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე ჩარლზ III

4 / 14

მსვლელობის დროს სრულდებოდა ბეთჰოვენის, მენდელსონისა და შოპენის კომპოზიციები

5 / 14

დედოფლის სასახლეზე იდგა გვირვინი, რომელსაც სამეფო ცხენოსანთა არტილერია მიაცილებდა

6 / 14

სასახლე ვესტმინსტერ-ჰოლში დაასვენეს

7 / 14

წირვა აღავლინა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ

8 / 14

მეფე ჩარლზ მესამე და პრინცი უილიამი ვესტმინსტერ-ჰოლში დაკრძალვის ცერემონიაზე

9 / 14

პარლამენტის მახლობლად ათობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი დედოფლისადმი პატივის მისაგებად

10 / 14

ბევრმა მათგანმა ღამე ქუჩაში გაატარა

11 / 14

ვესტმინსტერის სასახლეში ბრიტანელებს შესაძლებლობა ექნებათ გამოემშვიდობონ დედოფალს

12 / 14

დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ

13 / 14

მოსალოდნელია, რომ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალჩინოსნები მთელი მსოფლიოდან

14 / 14

ორშაბათი, დაკრძალვის დღე, დიდ ბრიტანეთში დასვენების დღედ გამოცხადდა