საქართველოდან 2 მლნ ლარამდე ღირებულების ბრილიანტის ქვები გაჰქონდათ

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა კონტრაბანდა თბილისის აეროპორტში ისრაელის მოქალაქის მიერ კონტროლის გავლის დროს მის კუთვნილ ხელბარგში აღმოაჩინეს.
შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში 1.863.921 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს