ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია

ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან სათამაშოდ ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელს უხმო.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს, ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარს ესტუმრება. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელს უხმო, საიდანაც ერთი დებიუტანტია. ეროვნული გუნდის მაისურს პირველად მოირგებს წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომდევნო შეხვედრებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).
ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს თბილისში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს C დივიზიონის მე-4 ჯგუფში სამი გამარჯვება და ერთი ფრე აქვს და 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.