ზუგდიდში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ექვსიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში ქურდობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს