თორნიკე შენგელია ბოლონიაში კიდევ სამი წელი ითამაშებს

შენგელია „ვირტუსში“ მიმდინარე წლის მარტში გადავიდა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ მან თავის ქომაგებს სოციალური ქსელით ამცნო.

„მომდევნო 3 წელი Virtus Segafredo Bologna-ში“, – დაწერა ნაკრების კაპიტანმა.

თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბ „ვირტუს სეგაფრედო ბოლონიაში“ (Virtus Segafredo Bologna) 2022 წლის მარტში მოსკოვის „ცსკადან“ გადავიდა. ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტის ხელმოწერა გადაიდო კალათბურთელის ტრავმის გამო, რომელიც მან ნიდერლანდთან საქართველოს ნაკრების მატჩის დროს მიიღო და რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.
შენგელია „ცსკაში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.