COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში მომდევნო კოვიდ-სტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისიდან კოვიდ-სტატისტიკა ყოველკვირეულად, სამშაბათობით ქვეყნდებოდა. დღეს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე სტატისტიკა არ განახლებულა.
ბოლო მონაცემებით (28 აგვისტო – 2 სექტემბერი), პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი იყო ინფიცირების 1.762.206 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.733.459 ადამიანი. ხოლო პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 16.900 ადამიანი.