პრემიერმა ილია მეორესთან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და მასთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს, საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!" – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრს შეხვედრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს