თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მაჭავარიანის ქუჩაზე 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას უკავშირდება – მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.