ლავროვი: დასავლეთი უპრეცედენტო ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. დასავლეთის ჰიბრიდულმა ომმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უპრეცედენტო ხასიათი შეიძინა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„უკვე მრავალი წელია დასავლეთი ნამდვილ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის იძულებითი დაწყების შემდეგ უპრეცედენტო ხასიათი შეიძინა“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის განადგურებას, ქვეყნის მსოფლიო პოლიტიკის მიღმა გაწევას და სანქციების დახმარებით რუსეთის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტად რჩება „ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორთან“ მდგრადი კავშირების დამყარებისთვის ხელშეწყობა − ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის საფუძველზე.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს