გარდაიცვალა ჟან-ლუკ გოდარი

რეჟისორის ფილმებმა მსოფლიო კინოხელოვნებაზე რევოლუციური გავლენა მოახდინა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გარდაიცვალა დიდი ფრანკო-შვეიცარიელი კინორეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი. ის 91 წლისა იყო, იუწყება გამოცემა Liberation.
გოდარი – კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, მსახიობი, სცენარისტი, მონტაჟის ოსტატი, კინოპროდიუსერი, რომელიც კინემატოგრაფიაში ფრანგული ახალი ტალღის (Nouvelle Vague) სათავეებთან იდგა. მისმა 1960-იანი წლების ფილმებმა მსოფლიო კინოხელოვნებაზე რევოლუციური გავლენა მოახდინა.
გოდარს ხშირად უწოდებენ 1960-70-იანი წლების ყველაზე რადიკალურ ფრანგ რეჟისორს. მისმა დამოკიდებულებამ ფილმების, პოლიტიკისა და ფილოსოფიის მიმართ ის ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორად აქცია.
ჟან-ლუკ გოდარის ფილმებია: „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“, „ქალი ქალია“, „შეშლილი პიერო“, „კარაბინერები“, „ახალი ტალღა“, „მეფე ლირი“, „ვნება“ და სხვ.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს