თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. აზერბაიჯანთან საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიაზაციასა და გაეროს მიმართა, იტყობინება სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩაატარა.
მანამდე ერევანში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიითა და დრონებით დაცხრილეს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.
თავის მხრივ, ბაქო სომეხ სამხედროებს ადანაშაულებს აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვაში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მოგვიანებით სომხურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.