თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საელჩომ თბილისში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ და შსს-ს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს კომენტარში.
შეტყობინება იმის შესახებ, რომ საელჩოს ტერიტორიაზე ბომბია, დაახლოებით ერთი საათის წინ შევიდა. შენობიდან ევაკუირებულია ყველა თანამშრომელი და მოქალაქე. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტები მუშაობდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასმედიასთან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც თვითმხილველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ დაინახეს, რომ შენობიდან შავი ჩანთა გამოიტანეს და შემდეგ, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებელი სამუშაოები ჩაატარეს.