თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე კრაკოვში წარმატებით იასპარეზეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
© Courtesy of Georgian Judo Federation
შეჯიბრების ბოლო დღეს ოქროს მედლები მოიპოვეს დიმიტრი მულაძემ და დავით ლორიაშვილმა, ვერცხლის – დავით უძილაურმა და გიორგი მოდებაძემ, ხოლო ბრინჯაოს – ვალერიან გიგიბერიამ და გიორგი ციაშვილმა.
ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს
© Courtesy of Georgian Judo Federation
სულ პოლონეთში საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა 20 მედალი მოიგო – ხუთი ოქრო, რვა ვერცხლი და შვიდი ბრინჯაო. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.