თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არალეთის, კვერნაულის, ერწოს, იფნევის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, ქვიშხეთის და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, ჩარგლის, რატევანის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, მუხრანის, ქსოვრელის, ილურიძის და თმოგვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, გამრეკელის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, დოლიძის, ლიხაურის, ჩიქოვანის, ტუსკიას, ქარელის, ტეხურის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, ტაშკენტის, კუტუზოვის, ბახტრიონის, გამრეკელის, ცინცაძის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, მეგრელაძის, ჩიქოვანის, დელისის, აფხაიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ჭილაძის, ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების, სალოსის, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ჩუბინაშვილის, მაზნიაშვილის, მარჯანიშვილის, ქვლივიძის, ვერჰარნის, არაგვისპირელის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.