თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც ადამიანს შეუძლია მარტივად მოაწონოს და შეაყვაროს კიდეც თავი მისი ინტერესის ობიექტს, აცხადებს ურთიერთობების ექსპერტი ჯეიკობ ლუკასი.
ექსპერტმა თავის TikTok–აკაუნტზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამი ასეთი ხერხი დაასახელა.
მისი თქმით, სწორად გაკეთებული კომპლიმენტი – ეს არის გზა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებაში დაგეხმარებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ გსურთ, საპასუხო სიმპათია გამოიწვიოთ ადამიანში, შექებისას უნდა შეეხოთ.
„მაგალითად, თუ მას ბეჭდები უკეთია, სთხოვეთ გაჩვენოთ თითები, შემდეგ კი ხელი გაუწოდეთ მას. ადამიანების უმეტესობა, როგორც წესი, ასეთ დროს აუცილებელად ჩაგიდებთ ხელში თავის ხელს, რაც თქვენ შორის ტაქტილურ ბარიერს დაარღვევს“, − ამბობს ლუკასი.
ამასთან ექსპერტი გირჩევთ, კომპლიმენტის თქმამდე აუცილებლად მიმართოთ სახელით „მიზანში ამოღებულს“ და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრათ საქებარი სიტყვები. ლუკასი ირწმუნება, რომ ეს უფრო ინტიმურია და ბევრად მომხიბლავიც, ვიდრე „უსახელო კომპლიმენტი“.
თავის მოწონების მესამე გზა − ეს კომპლიმენტის თქმისას ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნებაა. ანუ, როდესაც თაყვანისცემის ობიექტს კომპლიმენტს ეუბნებით, აუცილებლად თვალებში უნდა უყუროთ.