ქალები ქალების შესახებ - თბილისში იხსნება გამოფენა „როგორებიც ვართ ჩვენ“

ორგანიზატორთა თქმით, დამთვალიერებლები ქალების სამ განსხვავებულ სამყაროსა და ტემპერამენტს იხილავენ.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თბილისის გალერეა Novo Gallery-ში 14 სექტემბერს გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „როგორებიც ვართ ჩვენ“.
ექსპოზიციაზე, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ხედავენ ქალები ერთმანეთს წარსულში მიღებული გამოცდილების ფონზე, წარმოდგენილი იქნება სამი ქართველი მხატვრის – მაკა ბატიაშვილის, ლია შველიძისა და თინა ცხადაძის ნამუშევრები.
„როგორ გამოსახავენ მათ თავად მხატვრები? აჩვენებენ თუ არა ისინი ერთ კონკრეტულ ხასიათს თუ წარმოადგენენ კრებით სახეს?.. გაიდეალებული ჰყავთ თუ ცდილობენ სუსტი და ძლიერი მხარეების ჩვენებას? ქალთა პორტრეტები, შექმნილი სამი მხატვრის მიერ, სამი სხვადასხვა ხედვა, ტემპერამენტი, აღქმაა, სამი ხაზია“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
გამოფენა ერთ თვეს, 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.