კრემლი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. კრემლი ჯერ ვერ ხედავს წინაპირობებს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და კვლავაც ვაცხადებთ, რომ ასეთი მოლაპარაკებებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, − განუცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან პესკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებისა და შესაძლო მობილიზაციის შესახებ. მისი თქმით, ამ ორივე კითხვაზე პასუხები შედის არა მის, არამედ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში.
მანამდე, კვირას კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც მათ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. მაკრონმა მოუწოდა პუტინს, სასწრაფოდ დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები.
დღეს ასევე გახდა ცნობილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაც რუსეთთან დიალოგის შესახებ. როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ის დღეს მზად არ არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, რადგან მოსკოვის მხრიდან, რომელიც ულტიმატუმებით ელაპარაკება კიევს, კონსტრუქციულობის სურვილს ვერ ხედავს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს