დიდი ბრიტანეთის ახალი მონარქი კარლ III ტახტზე ავიდა - ფოტო

დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟი, რომელიც 70 წლის განმავლობაში პრინცის ტიტულს ატარებდა, დიდი ბრიტანეთის მონარქი გახდა.
Sputnik
პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე გასულ ხუთშაბათს გახდა, მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა.
სამეფო ტახტის ოფიციალურად გადაცემის ცერემონია ტახტის მემკვიდრეობის საბჭოზე ლონდონში, სენ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა.
ტრადიციულად საბჭო იკრიბება მონარქის გარდაცვალების მეორე დღეს, თუმცა ამჯერად კორონაცია ერთი დღით გადაიდო, ვინაიდან დედოფლის გარდაცვალების შესახებ საღამოს გახდა ცნობილი.
1 / 14

მეფე კარლ III, კამილა (მეფის მეუღლე) და პრინცი უილიამი ახალი მონარქის ტახტზე ასვლის ცერემონიაზე სენ-ჯეიმსის სასახლეში ლონდონში

2 / 14

პოლიციელები მორიგეობენ სენ-ჯეიმსის სასახლესთან

3 / 14

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები - ტერეზა მეი, ჯონ მეიჯორი, გორდონ ბრაუნი, ტონი ბლერი, დევიდ კემერონი და ბორის ჯონსონი ტახტზე ასვლის ცერემონიაზე

4 / 14

პრინცმა ჩარლზმა მონარქიულ სახელად კარლ III აირჩია

5 / 14

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კარლ III-მ პირობა დადო, რომ გარდაცვლილი დედოფლისგან აიღებს მაგალითს

6 / 14

მეფე კარლ III ტახტზე ასვლის ცერემონიაზე

7 / 14

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, სერ კეირ სტარმერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი ცერემონიის დაწყებამდე

8 / 14

სენ-ჯეიმსის სასახლესთან შეკრებილი საზოგადოება

9 / 14

გოლფ-კლუბ Wentworth-ის დიდ ეკრანზე ცერემონიის ტრანსლაცია მიდიოდა

10 / 14

ბრიტანეთის პრინცი უილიამი ხელს აწერს კარლ III-ის ტახტზე ასვლას

11 / 14

მეფე კარლ III და მისი მეუღლე სენ-ჯეიმსის სასახლეში

12 / 14

სამეფო არტილერია ზალპური ცეცხლით იტყობინება მონარქ კარლ III-ის ტახტზე ასვლას ედინბურგში

13 / 14

ჰეროლდმაისტერი დევიდ ვაინს უაიტი დიდი ბრიტანეთის ახალი მეფის ტახტზე ასვლას იუწყება სენ-ჯეიმსის სასახლის აივნიდან

14 / 14

სამეფო არტილერიის ზალპური ცეცხლი ედინბურგში