რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტების სერია აღკვეთა

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტების სერია აღკვეთა ხერსონის რეგიონსა და ყირიმში, იტყობინება „რია ნოვოსტი“ სპეცსამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით.
„ოპერატიული თამაშის მიმდინარეობისას აღკვეთილია უკრაინის უშიშროების სამსახურის მცდელობა, განეხორციელებინა დივერსიული და ტერორისტული აქტების სერია უკრაინის ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩინოვნიკებისა და ყირიმის რესპუბლიკის მთავრობის წევრების წინააღმდეგ“, − ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ასევე დაადგინეს უკრაინელი ოფიცრის ვინაობა, რომელიც დაქირავებულ წყაროებს ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, დადგენილია უცხოური სპეცსამსაურის ოპერაციის შემსრულებლებისა და ხელშემწყობების ვინაობა, ამოღებულია სამხილები, გარკვეულია კავშირებისა და დაფინანსების არხები.
ოპერატიული თამაში − ეს კონტრდაზვერვითი ღონისძიებების სისტემაა, რა დროსაც მოწინააღმდეგის მოქმედებები კონტროლქვეშ ექცევა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს