ელისაბედ II ედინბურგში გადაასვენეს - ვიდეო

ელისაბედ II-ის ცხედარი ედინბურგში, ბალმორალის სასახლეში გადაასვენეს. პროცესია ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ესკორტს გზაში ათასობით ადამიანი უქნევდა ხელს და ემშვიდობებოდა დედოფალს.
Sputnik
ვესტმინსტერისკენ მიმავალ გზაზე ესკორტი რამდენჯერმე გაჩერდა, მათ შორის ჰოლირუდის სასახლეშიც. შოტლანდიის დედაქალაქში მდებარე რეზიდენციიდან, გამომშვიდობების შემდეგ, დედოფალს ედინბურგის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც აღევლინება ღვთისმსახურება მეფე კარლ III-ისა და შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლ სტარჯენის თანხლებით.
სამშაბათს ედინბურგში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გამოემშვიდობოს ელისაბედ II-ს, მომდევნო დღეს კი დედოფალს ლონდონში გადაასვენებენ.