ბიზნესი საქართველოში: დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასები

საქართველოს ბიზნეს-სექტორში საშუალო ხელფასმა მეორე კვარტალში 1.625,8 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულების რაოდენობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 695,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის აპრილი–ივნისის მონაცემზე 5,4%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი" ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 57,2% მამაკაცია, ხოლო 42,8% – ქალი.
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 5,3%-ით გაიზარდა და 656,7 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 3,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23,4%-ით მეტია, ნათქვამია განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი თვეში შეადგენს 1.625,8 ლარს, რაც 236,2 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასი შეადგენს 1.267 ლარს, რაც 168,6 ლარით მეტია 2021 წლის აპრილი–ივნისის მაჩვენებელზე.
საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა>>
საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 41,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 19,2%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის აპრილი–ივნისის მაჩვენებელი.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულის სახით საანგარიშო პერიოდში 16,5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს მშპ-ის ზრდამ 2022 წლის მეორე კვარტალში 7,2% შეადგინა 2021 წლის აპრილი–ივნისთან შედარებით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს