ბათუმში ცხრასართულიან კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო ხანძარი გაჩნდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე ცხრასართულიან კორპუსში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. საბედნიეროდ, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს