პრეზიდენტმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლები დააჯილდოვა

მუზეუმში ინახება 4 ათასზე მეტ ექსპონატი, რომელიც სვანების ცხოვრების ყველა ასპექტს ასახავს.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლებით დააჯილდოვა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ღირსების მედალი
დაჯილდოების ცერემონია მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის ეროვნული თეატრის ეზოში გაიმართა. ცერემონიაზე ხალხური სიმღერის ანსამბლმა „რიჰომ“ სვანური ხალხური სიმღერები შეასრულა, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ფილფანმა ძველებულ მუსიკალურ საკრავებზე ისაუბრა.
ანსამბლი „რიჰო“
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო ტაძრისა და საგანძურის მცველებს ლილე (ლევან) გუგუსიანს, ზაურ გულბანს, ბაგრატ ნანსყანს (სიკვდილის შემდეგ), მირონ ფირცხელანს, ომარ ქალდანს, იაროსლავ ჩხეტიანს, ნანული ჭელიძეს, ტოტა ჭეხანს და რევაზ ხოჯელანს გადასცა.
ანსამბლი „რიჰო“
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) მესტიაში 1936 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს 4 ათასზე მეტ ექსპონატს, რომლებიც სვანების ცხოვრების ყველა ასპექტს ასახავს. აქ ინახება იშვიათი ხატები, ხელნაწერები და სხვა სიწმინდეები. 2013 წელს მუზეუმი გარემონტდა და ახალ შენობაში გადავიდა.
2015 წელს მუზეუმის შენობაში მედია-ბიბლიოთეკა გაიხსნა.