ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ოზურგეთში, ანასეულის გზაზე მოხდა. მამაკაცს ავტომობილში ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი ერთი კვირის წინ იტალიიდან ჩამოვიდა, სადაც დედასთან იმყოფებოდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.