თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის აკი ბაშო ონოშოზე გამარჯვებით დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს 34 წლის სუმოისტმა მეტოქე ხატაკიკოს ილეთით სძლია და ახლა სპორტსმენებს შორის პირადი შეხვედრების სტატისტიკა გათანაბრდა - 2:2.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო.